Tuesday, September 27, 2016

დღე IX - რეფლექსია!
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. შევისწავლეთ პროექტებით სწავლება, სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა პროექტების გამოყენებით, გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, მოვამზადეთ პუბლიკაციები პროექტებით სწავლების თემაზე. 
მეორე მოდულში დავგეგმეთ სასწავლო პროექტი სტანდარტების გათვალისწინებით, ამავდროულად, მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ვისწავლეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, ბოლოს კი, მოვამზადეთ ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
მესამე მოდულში განვიხილეთ კვლევაში ინტერნეტის დამსახურება და მისი დიდი წვლილი. მიმოვიხილეთ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსები.
მეოთხე მოდულში შევაფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და ამის შემდეგ მოვახდინეთ სავარაუდო ნაშრომების შექმნა.
მეხუთე მოდულში განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.
მეექვსე მოდულში კი პროექტის საბოლოო სახის მიმოხილვასთან ერთად მოვამზადეთ მოსწავლეთა ხელშემწყობი მასალები წარმატებული სწავლისათვის.
მეშვიდე მოდულში განვიხილეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა და წარმატებული სასწავლო გარემოს შექმნა.
მერვე მოდულში კი მოვახდინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Tuesday, September 20, 2016

მ ე-7 დღის რეფლექსია გავეცანით პროექტების ბლოგზე ატვირთვას,  პრეზენტაციების ატვირთვას, სასწავლო ნიმუშებისშექმნას. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების დაგეგმვას.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასებას. დასხვა.

Wednesday, September 14, 2016

6დღის რეფლექსია
გავეცანითბლოგების მართვას  ბლოგზე   ჩანარტების გახსნას  დამატებითი  პარამეტრების მართვას ფერების  დაყენებას  და შეცვლას  ლინკის გაკეთებას  ფაილის  დმალინკისმიბმას ვორდზე და სხვა.

Monday, September 12, 2016

ტრენინგის მე 5 დღე

გავეცანით მოდულ 2ს: კავშირები ,ინტერნეტის გამოყენება სწავლა სწავლებისას , საავტორო უფლებების დაცვა გამოყენება, მასალების ლეგიტიმური გამოყენება განმსაზღვრელი ფაქტორებით, ელფოსტით სარგებლობას, გუგლის რუკას,კალენდარს,დოკუმენტების გაზიარებას გუგლი დრაივზე-კოლაბორაციას.კვლევითი ფორმების შექმნას და გადაგზავნას.

Thursday, September 8, 2016

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, განმავითარეებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები,  შეფასების გეგმები სტრატეგიები  გავეცანით k w L სტრატეგიის მაგალითებს ,პრეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე .

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე წარმატებით დავასრულეთ.გავეცანით, მიზნების დაწერას,ვისწავლეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენა.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარჩვევების სტანდარტებზე მორგებას.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას.

Sunday, September 4, 2016