Thursday, April 19, 2012


საგანიისტორია
პედაგოგივახტანგ გურაბანიძე
სწავლების საფეხურიმე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა19
სსსმ    რაოდენობაარ არის
გაკვეთილის თემაბრინჯაოს ხანა
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობაბრინჯაოს ხანის შესწავლა მოსწავლეებს დაეხმარება გაარკვიონ როგორ მოხდა წინსვლები საზოგადოებაში ლითონის აღმოჩენის შემდეგ
გაკვეთილის მიზნებიგაერკვიოს მოსწავლე, რატომ იქცა რკინის გამოყენება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად
მისაღწევი შედეგები/ინდიკატორიმოსწავლე იკვლევს საქართველოში სოციალურ ურთიერთობებს უძველესი დროიდან დღემდე. იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ადარებს ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღებს და ადგენს უპირატესობას მათ შორის.
შეფასების საგანი და პროცედურებიშეფასება ხდება შეფასების რუბრიკების გამოყენებით. შეფასდება: ჯგუფური სამუშაოს შეფასების რუბრიკა,   პრეზენტაციის (ზეპირი) შეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო-საქართველოს ისტორია (ნ. კვიტაიშვილი, დ.მალაზონია, თ. მალაზონია),  რვეული, რუკა, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, ცარცი, დაფა,
ტექნიკური რესურსები:  კომპიუტერი, პროექტორი, პროგრამა (PowerPoint) (საპრეზენტაციო  ფაილი–,,ბრინჯაოს ხანა“)
მოსწავლეთა ორგანიზებაინდივიდუალური,  ჯგუფური და მთელ კლასთან მუშაობა
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიA ფაზა  (გამოწვევა)
აქტივობა 1  (7 წთ)
გონებრივი იერიშის გამოყენებით მასწავლებელი არკვევს რა ლითონები მოიპოვება საქართველოში, რომელი ლითონი გამოირჩევა რბილი თვისებებით. მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს:
1. რომელი ლითონი აღმოაჩინა პირველად ადამიანმა?
2. როგორ ფიქრობთ, რა არის სპილენძის იარაღის ,,ნაკლი“?
3. რა გადრატეხის  მოხდენა შეეძლო ბრინჯაოს იარაღს ადამიანის ცხოვრებაში?
მოსწავლეები ავსებენ ცხრილს: ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე”-ს პირველ და მეორე ნაწილს.
 აქტივობა 2  (10 წთ)
ჯგუფური მუშაობა
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს და აძლევს წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებას: გაითამაშონ სავაჭრო სიტუაცია ჯგუფებს შორის, ფულის არარსებობის პირობებში. აძლევს დროს მომზადებისთვის. მოსწავლეები გაითამაშებენ ვაჭრობის სცენას, ასახელებენ მათ გასაყიდ ნივთებს და სთავაზობენ მეორე მხარეს გაცვლის პირობებს.
 B  ფაზა (ცოდნის კონსტრუირება)
აქტივობა  3 ( 10 წთ)
 წყაროს გაცნობა და გაანალიზება
მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ წყაროებს. ხდება წყაროების გაანალიზება. მოსწავლეები  პასუხობენ კითხვებს
აქტივობა  4 ( 8 წთ)
მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული სლაიდის ჩვენება: ,,ბრინჯაოს ხანა“. მოსწავლეები ეცნობიან მტკვარ–არაქსისისა და თრიალეთის კულტურებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს, საუბრობენ დასახელებულ კულტურათა მნიშვნელობაზე.
 აქტივობა  5 ( 4 წთ)
მოსწავლეები ამთავრებენ ცხრილის შევსებას: ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.
 C ფაზა  რეფლექსია
აქტივობა 6 ( 6 წთ)
1. წყაროებზე და უცხო სიტყვებზე მუშაობა.
2. საშინაო დავალების მიცემა


No comments:

Post a Comment